დავით უსუფაშვილი ნოდარ ლადარიას პასუხობს - სხვა დროებში პატივცემული პროფესორის ფავორიტი ხელისუფლება ხომ არ არის ასევე სერიოზულად დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანა ამ დღეშია?
დავით უსუფაშვილი ნოდარ ლადარიას პასუხობს - სხვა დროებში პატივცემული პროფესორის ფავორიტი ხელისუფლება ხომ არ არის ასევე სერიოზულად დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანა ამ დღეშია?

ჩვენი პრობლემა არის, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა, სახელმწიფო ვერ დადგა კონსტიტუციურ საფუძველზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განცხადა.

დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა პროფესორ ნოდარ ლადარიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „არასოდეს ჰყოლია საქართველოს ასეთი უვარგისი პოლიტიკური ოპოზიცია“.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პროფესორებთან და პატივსაცემ ადამიანებთან, რომელთაც სტუდენტების აღზრდა ევალებათ, პოლიტიკური ტრიბუნიდან კამათს არ აპირებს.

„სიამოვნებით ვიქნებოდი მისი კოლეგა და აკადემიურ წრეში განვიხილავდი პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს, რომელიც ოპოზიციასაც აქვს, მაგრამ ჩვენი პრობლემა სინამდვილეში ის არის, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა, სახელმწიფო ვერ დადგა კონსტიტუციურ საფუძველზე. ფუნდამენტური საკითხები იმის შესახებ, რომ პოლიტიკური კონკურენცია ისე, როგორც ბიზნესკონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი, ფუნდამენტური საკითხები იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ პროცესებში პოლიტიკური პარტიისგან პროდუქტს უნდა ველოდოთ და არა მოსწრებულ სიტყვა-პასუხს, ვინ-ვის მოქაჩავს თმაზე ან უკეთ შეაგინებს, უკეთ დაამცირებს, არამედ პოლიტიკურ ხედვებს, პროგრამებს და ა.შ.

მე არ ვიცი, მან რა სიტყვებით და როგორ თქვა, თუმცა არც მე ვარ კმაყოფილი იმ სიტუაციით, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს რისი ბრალია, ვისი ბრალია და პატივცემული პროფესორის ფავორიტი ხელისუფლება ყოფილი სხვა დროებში, ხომ არ არის ასევე სერიოზულად დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანა დღეს ამ დღეშია? ძალიან ბევრი ფუნდამენტური საკითხია, რომელიც სწორედ პროფესორებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მხრიდან ძალიან სიღრმისეულად არის გასაანალიზებელი. კი, დღევანდელი მდგომარეობით, არ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.