დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარების ინიციატივა დააყენა 
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარების ინიციატივა დააყენა 

საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების გავლით, ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარება, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის დღის წესრიგში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია,  – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქუმსიშვილმა საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარების ინიციატივა დააყენა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს იქნება უმოკლესი გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ჩინეთიდან გერმანიამდე მდებარე ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს, რაც დიდ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოუტანს არამარტო საქართველოს და თურქეთს, არამედ მასში ჩართულ ყველა სახელმწიფოს.