დიმიტრი ქუმსიშვილი- უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც გუდაურში მომხდარში დამნაშავედ გამოვლინდება
დიმიტრი ქუმსიშვილი- უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც გუდაურში მომხდარში დამნაშავედ გამოვლინდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც გუდაურში მომხდარში დამნაშავედ გამოვლინდება . ამის შესახებ ქუმსიშვილმა გუდაურში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

,,ამ წუთებში მაქსიმალური მობილიზაციაა. გამოძახებულია ერთი ვერტმფრენი თბილისიდან, მეორე  ყაზბეგიდან. სამწუხაროდ, ყაზბეგების მხრიდან ცუდი საფრენი ამინდია, თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ნავიგაცია პილოტს დაჯდომის უფლებას მისცემს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადამნიანების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქროს“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, მისივე თქმით, საბაგირო გზა დეკემბრის ბოლოს ყველა სტანდარტის დაცვით იყო შემოწმებული.

„თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ფაქტია, რომ შემთხვევა მოხდა. ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და უმკაცრესად დაისაჯოს, ვინც ამაში დამნაშავე გამოვლინდება. ვფიქრობ, აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დადგება“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილი გუდაურში იმყოფება, სადაც ცოტა ხნის წინ, საბაგირო გზის ავარიული გაჩერების გამო თერთმეტი მოქალაქე დაშავდა. მათ შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის მიზეზად საბაგიროს მუხრუჭის დაზიანება სახელდება