დიმიტრი ქუმსიშვილი SOCAR-ის პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შეხვდა  
დიმიტრი ქუმსიშვილი SOCAR-ის პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს შეხვდა  

საქართველოს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (სოკარი) პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი ესტუმრა, –  იუწყებიან აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები.

კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს და კომპანიის სამომავლო პროექტებს. აბდულაევმა „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ოფისში თათბირიც გამართა, სადაც 2018 წლის გეგმები განიხილეს.

როვნაგ აბდულაევისა და დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

SOCAR-ი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ამასთან, საქსტატის ცნობით, ბრუნვის მიხედვით 2017 წელს უმსხვილესი კომპანიების ათეულში „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ არიან.