დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოსთვის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ფორუმის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია
დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოსთვის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ფორუმის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია

2018 წლის ოქტომბერში, საქართველოში სტუმარ-მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. მონაწილეობას მსოფლიოს 60-ზე მეტი სტარტაპი მიღებს. მემორნადუმი დღეს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია “სიბისსა” და CB Foundation – ს შორის გაფორმდა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოსთვის მსგავსი ფორუმის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია creative business cup 2012, წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია, მსოფლიო მასშტაბით შეაგროვოს, გადაარჩიოს ინოვაციური იდეები და გამარჯვებულები გამოავლინოს. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ინოვაციური იდეების გადარჩევა მოხდება მსოფლიო მასშტაბით და შემდეგ უკვე ფინალი საქართველოში ჩატარდება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით ჩვენთვის – ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ზოგადად, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში, მისცემს იმას, რომ საქართველოში მოხდება იმ ყველაზე საინტერესო ინოვაციური იდეების განხილვა, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში დაგენერირდება მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, რაც იქნება უფრო მეტი ეფექტურობის და უფრო მეტი მიმზიდველობის მატარებელი, ვიდრე ჩვეულებრივი მომსახურება. მეორე მხრივ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყნის შიგნით გავმართოთ კონკურსები და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების გენერაციას. ჯამურად, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას მისცემს უფრო დახვეწილ, უფრო უკეთეს მომსახურებას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია უკვე ჩვენს ტურისტებს შევთავაზოთ”, – განაცხა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს დიმიტრი ქუმსიშვილმა, კომპანია “კრეატივ ბიზნეს ქაპ ჯორჯიას” დამფუძნებელმა და დირექტორმა. შეხვედრაზე ითქვა, რომ მასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, პროექტთა კონკურსი და საინვესტიციო ჩვენებები. ფორუმზე მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს საშუალება მიეცემა დააფინანსოს საინტერესო პროექტები. მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სტუდენტები და სტარტაპების წარმომადგენლებიც.