დიმიტრი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ ინვესტიციების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ე.წ ესტონური მოდელია
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმამ, ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებამ საქართველოში რეინვესტირების ზრდა გამოიწვია.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში რეინვესტირებამ 591 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 318 მილიონს შეადგენდა.
ქუმსიშვილის თქმით, მთლიანად ინვესტიციებმა წელს 1,345 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუმსიშვილმა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორში ბრუნვა 19 პროცენტით, გამოშვება 23 პროცენტით, ახალი კომპანიების შექმნა კი 48 პროცენტით გაიზარდა.