დიმიტრი ქუმსიშვილი - ინტელექტუალური საკუთრებისა და საკუთრების უფლების დაცვის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ინტელექტუალური საკუთრებისა და საკუთრების უფლების დაცვის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

ინვესტორებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ორი მიმართულებაა ძალიან მნიშვნელოვანი – ინტელექტუალური საკუთრებისა და საკუთრების უფლების დაცვა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის პანელზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ორივე  მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა და ხელშესახები წინსვლა აქვს.

„თუ გვინდა ინვესტორების მოზიდვა, უნდა მივცეთ გარანატია, რომ მათი პროდუქტი, მათი ინტელექტუალური საკუთრება, მათი საკუთრების უფლება იქნება დაცული. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პანელზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოში კერძო სექტორთან სწორ კომუნიკაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოში ინვესტორთა საბჭო შეიქმნა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინვესტორთა საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანი პლატფორმაა, რომლის დანერგვას ყველა ქვეყნის მთავრობებს ურჩევს.