დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილებას თურქეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ანკარაში ვიზიტთან კავშირი არ აქვს
დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილებას თურქეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ანკარაში ვიზიტთან კავშირი არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილებას თურქეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ანკარაში ვიზიტთან კავშირი არ აქვს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„არა, ეს თურქეთში არსებული შემაშფოთებელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ხდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს.