დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მოსკოვისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის“,- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები და უკრაინისთვის გემებისა და მეზღვაურების დაბრუნება ვერ შეედრება იმ საკითხებს, რაც შესაძლოა, ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრის შემთხვევაში განიხილონ.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ რუსეთი ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების შემდეგ დაკავებულ გემებსა და მეზღვაურებს  უკრაინაში დააბრუნებს.