დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუღია საკადრო გადაწყვეტილებები, მათ შორის ლავროვთან დაკავშირებით
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საკადრო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია, მათ შორის არც იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნებს თუ არა სერგეი ლავროვი მომავალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„არა, რამე გადაწყვეტილება, როგორც იცით, პრეზიდენტს არ მიუღია“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით სერგეი ლავროვი მინისტრთა ახალ კაბინეტში კვლავ საგარეო უწყებას უხელმძღვანელებს.