დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუღია საკადრო გადაწყვეტილებები, მათ შორის ლავროვთან დაკავშირებით

14:25, 13.04.2018

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საკადრო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია, მათ შორის არც იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნებს თუ არა სერგეი ლავროვი მომავალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„არა, რამე გადაწყვეტილება, როგორც იცით, პრეზიდენტს არ მიუღია“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით სერგეი ლავროვი მინისტრთა ახალ კაბინეტში კვლავ საგარეო უწყებას უხელმძღვანელებს.

მსგავსი