დიმიტრი პესკოვი - უკრაინის მიერ თურქული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების განთავსებამ დონბასში შეხების ხაზზე შესაძლოა, ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
დიმიტრი პესკოვი - უკრაინის მიერ თურქული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების განთავსებამ დონბასში შეხების ხაზზე შესაძლოა, ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

უკრაინის მიერ თურქული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების განთავსებამ დონბასში შეხების ხაზზე შესაძლოა, ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი ასეთი იარაღი ხვდება სამხედროების ხელში, მათი პოტენციურად გამოყენება შესაძლებელია უკრაინის ამ რეგიონში და ეს მხოლოდ დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არ უწყობს ხელს ამ შიდა უკრაინის პრობლემის მოგვარებას“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

დონბასში უკრაინის არმიის მიერ თურქული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი თურქული ტექნიკის გამოყენების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. ლავროვის თქმით, აღნიშნულმა მონაცემებმა უნდა დააფიქროს ყველა, ვინც ნეონაცისტების მიერ კონტროლირებულ კიევის რეჟიმს აიარაღებს.

26 ოქტომბერს უკრაინის არმიის გენშტაბმა დონბასში თურქული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება ოფიციალურად დაადასტურა.