რუსეთს იმედი აქვს, რომ სომხეთი სოჭში დაგეგმილ „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ სამიტში მონაწილობას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვის თქმით, სომხეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. კითხვაზე, ვინ დაესწრება სოჭში დაგეგმილ სამიტს სომხეთის ხელისუფლებიდან და ხომ არ იქნება ეს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, პესკოვმა არ უპასუხა და ჟურნალისტებს ამ კითხვის სომხეთის ხელისუფლებისათვის დასმა ურჩია. „ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ორმხრივი კონტაქტები“, – განაცხადა პესკოვმა.
„ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ სამიტი სოჭში 14 მაისს გაიმართება.