დიმიტრი პესკოვი - სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის იდეა ხალხის აზრის გამოხატვაა, მაგრამ რუსეთს ამასთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებია
დიმიტრი პესკოვი - სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის იდეა ხალხის აზრის გამოხატვაა, მაგრამ რუსეთს ამასთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებია

სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების იდეა ხალხის აზრის გამოხატვაა, მაგრამ რუსეთს ამასთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვერანაირ პოზიციას ვერ გამოვხატავ. ჩვენ ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი ან სხვა ქმედება არ გაგვიკეთებია, მაგრამ ამავე დროს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე, ჩვენ მათ პატივისცემით ვეპყრობით“, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დინა გასიევამ კი განაცხადა. რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.