დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და სომხეთს დიამეტრულად საპირისპირო შეხედულებები აქვთ უკრაინასთან დაკავშირებით, მოსკოვისთვის კარგად ცნობილია ერევნის პოზიცია
დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და სომხეთს დიამეტრულად საპირისპირო შეხედულებები აქვთ უკრაინასთან დაკავშირებით, მოსკოვისთვის კარგად ცნობილია ერევნის პოზიცია

რუსეთსა და სომხეთს დიამეტრულად საპირისპირო შეხედულებები აქვთ უკრაინასთან დაკავშირებით, მოსკოვისთვის კარგად ცნობილია ერევნის პოზიცია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ნამდვილად, ჩვენ დიამეტრულად საპირისპირო შეხედულებები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება და უკრაინის გარშემო კონფლიქტის მიმართებით, ეს საიდუმლო არ არის. ამიტომ ეს ჩვენი სომეხი მეგობრების კარგად ცნობილი პოზიციაა. ჩვენ მათ ამაში არ ვეთანხმებით და გავაგრძელებთ დაჟინებით ჩვენი სიმართლის განმარტებას“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხში სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე.