დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის შესაბამისი პირობები ჯერ არ არსებობს
რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის შესაბამისი პირობები ჯერჯერობით არ არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა აღნიშნეს საკმაოდ სერიოზული უთანხმოების არსებობა მხარეებს შორის, მაგრამ ამის მიუხედავად ხაზი გაუსვეს დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ის მზადყოფნის შემთხვევაში, რუსეთი მზადაა, განიხილოს ღია ცის შეთანხმების შენარჩუნების საკითხი. ამასთან, აღინიშნა, რომ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, პარიტეტულ საფუძველზე „თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შეთანხმებას“ გააგრძელებენ.