დიმიტრი პესკოვი - რუსეთის დეფოლტის შესახებ განცხადებები არამართლზომიერია
კრემლში არ ეთანხმებიან, რომ რუსეთმა დეფოლტი განიცადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, რუსეთის დეფოლტის შესახებ გაკეთებული განცხადებები არ არის მართლზომიერი, რადგან ხელისუფლებამ საჭირო გადასახადი ჯერ კიდევ მაისში შეასრულა. მისივე განცხადებით, „ის ფაქტი, რომ ეს თანხა დააკავეს და ის ადრესატამდე არ მივიდა, ეს უკვე რუსეთის პრობლემას არ წარმოადგენს“.
„ანუ, ამ სიტუაციაში არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ ამას დეფოლტი ეწოდოს“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დამთავრდა 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი, რომელშიც რუსეთს ევრო ობლიგაციებზე გადასახადები უნდა დაეფარა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, უცხოელმა ინვესტორებმა ეს თანხა არ მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის დეფოლტის მდგომაროებაში აღმოჩნდა. ევრო ობლიგაციებზე გადასახადი 100 მილიონ ევრომდეა.