დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ნატო-ს შიგნით არსებულ უთანხმოებაში არ ერევა, თუმცა მას ყურადღებით აკვირდება
რუსეთი ნატო-ს შიგნით არსებულ უთანხმოებაში არ ერევა, თუმცა მას ყურადღებით აკვირდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი საქმეა, როდესაც ალიანსი რუსეთის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ალიანსი კონფრონტაციის ეპოქის ნაყოფია, ცივი ომის. რუსეთის ფედერაციას ამ ეპოქის დაბრუნება არ სურს, მაგრამ ალიანსი, რომელიც შეიქმნა და დატყვევებულია კონფრონტაციის იდეოლოგიით, სხვა იდეის მატარებელი ვერ იქნება “, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.