დიმიტრი პესკოვი - რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთის პოზიციას ყირიმთან მიმართებაში
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თურქეთის პოზიციას ყირიმთან მიმართებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვმა კარგად იცის თურქეთის პოზიციის შესახებ და მას არ ეთანხმება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ თავს განვიხილავთ ამ შენიშვნების ადრესატებად; ჩვენ ასე აღვიქვამთ მათ. ჩვენ ბუნებრივად ვწუხვართ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ახლა, თურქეთის პრეზიდენტის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტისთვის მზადების დროს“, – აღნიშნა პესკოვმა.
21 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ანკარა არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.