დიმიტრი პესკოვი - ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით რუსეთს არ აინტერესებს აშშ-ის გაფრთხილება
დიმიტრი პესკოვი - ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით რუსეთს არ აინტერესებს აშშ-ის გაფრთხილება

ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით რუსეთს არ აინტერესებს აშშ-ის გაფრთხილება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან ჩვენი ურთიერთობების განხორციელებისას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის ინტერესები და არა ვაშინგტონის გაფრთხილებები. ჩვენ ჩვენი ორი ქვეყნის ინტერესებზე გავამახვილებთ ყურადღებას“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, არ მიაწოდოს და არ მიჰყიდოს იარაღი რუსეთს.