დიმიტრი პესკოვი - ნატო უფრო აქტიურად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა, რასაც ყოველდღიურად ადასტურებს
ნატო ყოველდღიურად უფრო აქტიურად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ნატო მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა, რომელიც ამ მტრობას ყოველდღიურად ადასტურებს. ის ცდილობს, მაქსიმალურად მკაფიოდ გამოხატოს თავისი მონაწილეობა უკრაინის ირგვლივ არსებულ კონფლიქტში“, – განაცხადა პესკოვმა.