დიმიტრი პესკოვი - ნატო-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების მხარდაჭერა არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება
დიმიტრი პესკოვი - ნატო-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების მხარდაჭერა არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტის მიერ ნატო-ში შვედეთის წევრობის რატიფიცირების მხარდაჭერა არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება.

„ეს არის თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილება. თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ეს არის აბსოლუტურად აშკარა ფაქტი და აქვს თავისი ვალდებულებები, აქვს თავისი მოლაპარაკებების პროცესები ამ ალიანსში თავის მოკავშირეებთან. ეს არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.

ახლა უნგრეთი არის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება. შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი ნატო-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.