დიმიტრი პესკოვი - ჯო ბაიდენს ერთმნიშვნელოვნად არ სურს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება
ჯო ბაიდენს ერთმნიშვნელოვნად არ სურს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმიდვანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას.
პესკოვმა ჯო ბაიდენის შეფასებებს ძალიან ცუდი უწოდა.
„ვიტყოდი, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის ძალიან ცუდი გამონათქვამებია. მას ერთმნიშვნელოვნად არ სურს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების დალაგება. მომავალში ჩვენ სწორედ ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
დიმიტრი პეკსოვმა რუსეთსა და აშშ-ის შორის ორმხრივი ურთიერთობები შეაფასა როგორც „ძალიან ცუდი“.
„ეიბისი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ის ვლადიმირ პუტინს მკვლელად. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო საფასურს გადაიხდის.