დიმიტრი პესკოვი - ევროპის კონტინენტზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რასაც პროვოცირებს ევროპული დედაქალაქების ქმედებები, ამიტომ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია
დიმიტრი პესკოვი - ევროპის კონტინენტზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რასაც პროვოცირებს ევროპული დედაქალაქების ქმედებები, ამიტომ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია

ევროპის კონტინენტზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ამიტომ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნის მეორე ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა.

„ევროპის კონტინენტზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რასაც ყოველდღიურად პროვოცირებს რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპული დედაქალაქების ახალი გადაწყვეტილებები და ქმედებები, უპირველეს ყოვლისა, ვაშინგტონის მხრიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი წვრთნები და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნის მეორე ეტაპი დაიწყო. წვრთნის მეორე ეტაპზე რუსმა და ბელარუსმა სამხედროებმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის ერთობლივი მომზადების საკითხები უნდა დაამუშაონ.