დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოზე დარტყმას საერთაშორისო სამართლის დარღვევად და აგრესიის აქტად აფასებენ
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოზე დარტყმას საერთაშორისო სამართლის დარღვევად და აგრესიის აქტად აფასებენ

კრემლი დამასკოში, ირანის საკონსულოზე დარტყმას საერთაშორისო სამართლის დარღვევად და აგრესიის აქტად აფასებს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ არ ვიჩქარებდით დასკვნების გამოტანას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი დარტყმების განხორციელება არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აგრესიის აქტი“, – განაცხადა პესკოვმა.

სირიის დედაქალაქში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე საჰაერო დარტყმა პირველ აპრილს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი გენერალი და სამხედრო მრჩეველი. დაღუპულთა შორის „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეციალური ელიტური ქვედანაყოფის, „ქუდსის ძალების“ ერთ-ერთი მეთაური მუჰამედ რეზა ზაჰედი და მისი მოადგილე არიან.

ირანის ხელისუფლება საჰაერო დარტყმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს და საპასუხო ქმედების პირობას დებს.