დიმიტრი ნოვიკოვი - რუსეთ-საქართველოს შორის „ნორმანდიული ფორმატით“ მოლაპარაკებების იდეა თავისებურად გამოიყურება, რადგან ეს ფორმატი სრულიად განსაკუთრებულ სიტუაციას უკავშირდება
რუსეთ-საქართველოს შორის „ნორმანდიული ფორმატით“ მოლაპარაკებების იდეა თავისებურად გამოიყურება, რადგან ეს ფორმატი სრულიად განსაკუთრებულ სიტუაციას უკავშირდება, – ამის შესახებ რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.
დიმიტრი ნოვიკოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პრობლემები მხოლოდ ორ ქვეყანას უკავშირდება, რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში კი განსხვავებული ვითარებაა.
„ეს პოზიცია ჩემთვის საკმაოდ თავისებურია, რადგან ეს პრობლემები ორ ქვეყანას ეხება, პირველ რიგში, და ორმა ქვეყანამ უნდა გადაჭრას ისინი. „ნორმანდიული ფორმატი“ კი, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისთვის გამოიყენება, განსაკუთრებულ ვითარებას უკავშირდება, როდესაც, პირველ რიგში, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და მეორეც, ამ რესპუბლიკების ტერიტორიებზე ჩატარდა რეფერენდუმი შესაბამისი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, რაზეც უკრაინულ მხარეს არ შეუძლია დათანხმება და რუსული მხარე ვერ შეთანხმდება სიტუაციის მოგვარების ასეთ მეთოდებთან, სადაც შესაძლებელია ამ ტერიტორიების მოსახლეობის გენოციდის მოწყობა“, – აღნიშნა ნოვიკოვმა.
რუსი დეპუტატის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის უთანხმოება უკავშირდება ფაქტს, რომ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს და რუსეთი პასუხისმგებელია მათ დაცვაზე.
„ეს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული ამბავია, ორი სრულიად განსხვავებული სიტუაცია. მეჩვენება, რომ „ნორმანდიულ ფორმატზე“ საუბარი, როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის გამოყენებული, როგორც ჩანს, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურად არის შედგენილი”, – დიმიტრი ნოვიკოვმა.