დიმიტრი მედვედევი - ორბანის განცხადება პატივისცემას იმსახურებს, მხოლოდ ის შეიძლება დავამატო, რომ დასავლური დაფინანსება როგორც კი დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება
დასავლური დაფინანსება როგორც კი დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მედვედევი გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა „ფინანსურად არარსებული ქვეყანაა“ და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.
დიმიტრი მედვედევის თქმით, ორბანის განცხადება პატივისცემას იმსახურებს.
„ეს განცხადება პატივისცემას იმსახურებს. თამამი და სწორი პოზიციაა ევროპელი პოლიტიკოსისთვის. მხოლოდ ის შეიძლება დავამატო, რომ დასავლური დაფინანსება როგორც კი დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება“, – აღნიშნა მედვედევმა.