ვიქტორ ორბანი - უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება
ვიქტორ ორბანი - უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება

უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროპა უზრუნველყოფს თანხის გაცემას უკრაინაში ხელფასებისთვის, პენსიებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებისთვის, ამიტომ არ შეიძლება, ეს მუდმივად გაგრძელდეს. ვიქტორ ორბანის თქმით, როგორც კი ევროპა უარს იტყვის უკრაინის დაფინანსებაზე, ომი დასრულდება.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უნგრეთში წამყვანი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.