დიმიტრი მედვედევი - ისრაელის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდება უგუნური ნაბიჯი იქნება და რუსეთთან ურთიერთობას გაანადგურებს
ისრაელის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდება უგუნური ნაბიჯი იქნება და რუსეთთან ურთიერთობას გაანადგურებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ისრაელი, როგორც ჩანს, აპირებდა იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის. ძალიან უგუნური ნაბიჯი. ეს გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ბანდერას შეშლილები ნაცისტები იყვნენ და ასე დარჩნენ. უბრალოდ, შეხედეთ მათი თანამედროვე მხლებლების სიმბოლიკას. თუკი მათ იარაღი მიეწოდებათ, მაშინ დროა, ისრაელმა ბანდერა და შუხევიჩი გმირებად გამოაცხადოს“, – განაცხადა მედვედევმა.
მანამდე, ისრაელის დიასპორის საკითხებში მინისტრმა, ნაჩმან შაიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ისრაელმა უნდა დაიწყოს უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ.