დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის სამხედრო მიზნებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შედის
დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის სამხედრო მიზნებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შედის

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებიც შედის, მათ შორის ხიდები, სატრანსპორტო სადგურები, გზები, ენერგეტიკული ობიექტები და ქარხნები.

აღნიშნულის შესახებ დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„რაც შეეხება ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებს, რა უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურ სამხედრო მიზნებად დღეს? ომის დასახელებული წესების ფარგლებში, ესენია: მტრის ნებისმიერი ჯარი – კანონიერი მებრძოლები და არალეგალური მებრძოლები, რომლებიც ოფიციალურად არ არიან გაყვანილი მისი შეიარაღებული ძალებიდან; მტრის ნებისმიერი სამხედრო და დამხმარე ტექნიკა; სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ობიექტი, ისევე, როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო მიზნების მიღწევას – ხიდები, სატრანსპორტო სადგურები, გზები, ენერგეტიკული ობიექტები, ქარხნები, სახელოსნოები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ასრულებენ სამხედრო შეკვეთებს და ასე შემდეგ; მტრის ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა; სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ოფიციალურად მონაწილეობენ ომში“, – განაცხადა მედვედევმა.