დიმიტრი ხუნდაძე - შეზღუდვების მოხსნა თუ გამკაცრება დიდწილად ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული, თუ მოვინდომებთ და დავიცავთ წესებს, პანდემიას ნაკლები ზიანით დავამარცხებთ
შეზღუდვების მოხსნა თუ გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე და ეს უკანასკნელი დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ კორონავისურის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატმა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს, ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება და ამიტომ, რაც ნაკლები შეზღუდვები იქნება შემოთავაზებული, მით უფრო მაღალი ხარისხით უნდა შესრულდეს. მე ვფიქრობ, თუ ყველა ერთად მოვინდომებთ და დავიცავთ არსებულ წესებს, პანდემიას ნაკლები ზიანით დავამარცხებთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.