დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების უმეტესობა საზოგადოებისთვის ცნობილია, ისინი ყოველთვის მარცხდებოდნენ
ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებს ვფიქრობ, საზოგადოება შეაფასებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, წარდგენილი სახეების უმეტესობა კარგად ცნობილია საზოგადოებისთვის.
„შეთანხმებას და მათ მიერ დასახელებულ კანდიდატებს, ვფიქრობ, საზოგადოება შეაფასებს. ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი შეფასება. მინდა გითხრათ, რომ ეს სახეები, უმეტესი მათგანი არის კარგად ცნობადი საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, შედეგი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური რაც იყო აქამდე. ისინი ყოველთვის მარცხდებოდნენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დღეს დაასახელა.