დიმიტრი ხუნდაძე - ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში შეყვანილი არ რის, ალბათ ამით დასავლეთმა რუსეთთან ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობის კორიდორი დაიტოვა
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ ოზვიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინამ მოითხოვა, რომ ევროკავშირს ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში არ შეეყვანა.
„უკრაინის ძალიან რთულ ვითარებაში ყოფნის მიუხედავად, არავისთვის უცხო არ იქნება იმის მოსმენა, რომ უკრაინა დღეს საკუთარ ბედს ბოლომდე თავად არ წყვეტს. ფაქტია, რომ ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში შეყვანილი არ არის. ალბათ ამით დასავლეთმა რუსეთთან ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობის კორიდორი დაიტოვა“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ დაუწესდა ბელარუსს, რუსეთის მსგავსად, სანქციები ევროკავშირის სანქციების ბოლო პაკეტის დამტკიცებისას, არის ის, რომ უკრაინამ ითხოვა, მინსკი ამ პაკეტში არ შეეყვანათ.
მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ უკრაინამ ითხოვა, ბელარუსი არ შეეყვანათ ევროკავშირის სანქციების პაკეტში.