დიმიტრი ცქიტიშვილი - საბანკო სექტორს სესხის გაცემის თავისი სტანდარტები აქვს, ყველაფერზე სპეკულაცია სერიოზული არ არის
„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა საბანკო სექტორს აქვს თავისი სტანდარტები სესხის გაცემის და იმ სტანდარტებით გაცემს სესხს, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ სესხის აღებასთან დაკავშირებით.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ყველაფერზე სპეკულაცია და ოპოზიციის აყოლა სერიოზული არ არის.
„თუ არ ვცდები, ბანკი „ქართუ“ გასხვისებულია ან გასხვისების პროცესშია. მათ აქვთ მუშაობის თავისი სტანდარტები და გასცა სესხი იმ სტანდარტით, რომელიც დადგენილია შიდა საბანკო რეგულაციებით. ყველაფერზე სპეკულაცია და ოპოზიციის აყოლა სერიოზული არ არის”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.