სალომე ზურაბიშვილმა კომერციული ბანკიდან თანხა ისესხა
სალომე ზურაბიშვილმა კომერციული ბანკიდან თანხა ისესხა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კომერციული ბანკიდან, კერძოდ „ქართუდან“, მილიონი ლარი ისესხა. შესაბამისი ინფორმაცია კანდიდატის ფინანსურ ანგარიშგებაშია მითითებული, რომელიც აუდიტის სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა და 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს – არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

კანონმდებლობის ამ მუხლით 2016 წელს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა, რომელმაც მილიონი ლარი ბანკი „ქართუსგან“ ისესხა.

სალომე ზურაბიშვილის კამპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კანდიდატის საარჩევნო ფონდიდან 1.89 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის 1.43 მილიონი – რეკლამაზე. 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატმა 1.087 მილიონი ლარის ფულადი შემოწირულობაც მიიღო.