დიმიტრი ცქიტიშვილი - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის დოკუმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის განგრძობით მხარდაჭერას
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს განგრძობით მხარდაჭერას აშშ მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორ დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, დოკუმენტში საუბარია რეგიონული უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაზე შავი ზღვის კუთხით.
„აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან განგრძობით მხარდაჭერას. ეს არა მარტო დაფინანსების საკითხზე საუბრობს, იქ აღნიშნულია, რეგიონული უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება შავი ზღვის კუთხით და ნატო-ს გაფართოებაზე საქართველოს კონტექსტში, რუსეთის შემაფერხებელი ქმედებების უზრუნველყოფა, რათა დაცული იყოს ევროპაში უსაფრთხოება, მათ შორის საქართველოში და უკრაინაში. საქართველო დანახულია გეოპოლიტიკურ ჭრილში, ისეთივე პარალელში, როგორც ნატო-ს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (FY19NDAA) დღეს მოაწერა ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.