დიმიტრი ცქიტიშვილი – აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის დოკუმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის განგრძობით მხარდაჭერას
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს განგრძობით მხარდაჭერას აშშ მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორ დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, დოკუმენტში საუბარია რეგიონული უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაზე შავი ზღვის კუთხით.
„აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან განგრძობით მხარდაჭერას. ეს არა მარტო დაფინანსების საკითხზე საუბრობს, იქ აღნიშნულია, რეგიონული უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება შავი ზღვის კუთხით და ნატო-ს გაფართოებაზე საქართველოს კონტექსტში, რუსეთის შემაფერხებელი ქმედებების უზრუნველყოფა, რათა დაცული იყოს ევროპაში უსაფრთხოება, მათ შორის საქართველოში და უკრაინაში. საქართველო დანახულია გეოპოლიტიკურ ჭრილში, ისეთივე პარალელში, როგორც ნატო-ს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.