დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა
დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში რამე დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ აღნიშნული თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა.

„ჯერჯერობით, არ არის ამაზე საუბარი. არ ვიცი, რა დაპირისპირებას გულისხმობთ, არ გამიგია. მე კომიტეტის წევრი არ ვარ და კომიტეტში დაპირისპირებაზე ვერ გეტყვით. არც ვიცი არის თუ არა საკადრო ცვლილებები“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა ეკა ბესელიას პარლამენტის სპიკერატში შესაძლო გადანაცვლების საკითხზე კომენტირებისას.