დიღმის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტების შეყვანა გრძელდება
დიღმის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტების შეყვანა გრძელდება

დიღმის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტების შეყვანა გრძელდება.

საველე ჰოსპიტალში მყოფი ცხრა პაციენტიდან ერთი კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც თავისუფალი ადგილი გამოჩნდა, თუმცა დამატებით კიდევ ოთხი პაციენტი შეიყვანეს.

როგორც საველე ჰოსპიტალში აცხადებენ, 12 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ამჟამად დიღმის საველე ჰოსპიტალში მკურნალობენ, საშუალო სიმძიმისაა და ყველა მათგანი ჟანგბადდამოკიდებულია.