დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტია მოთავსებული
დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტია მოთავსებული

დიღმის საველე ჰოსპიტალის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მათთან მოთავსებულია 91 პაციენტი, უმეტესობა საშუალო სიმძიმის.

ექიმის თქმით, დიღმის საველე ჰოსპიტალი მზად არის მიიღოს იმდენი პაციენტი, რამდენის საჭიროებაც იქნება.

„დღეის მდგომარეობით ჰოსპიტალში მოთავსებულია 91 პაციენტი. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. რამოდენიმე პაციენტი არის საყურადღებო და შესაძლებელია დღის განმავლობაში მათი რეფერირება მოხდეს პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. წუხელ განხორციელდა ერთი პაციენტის გადაყვანა საავადმყოფოში. მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. საერთო ჯამში ჰოსპიტალიდან, მათი მდგომარეობის დამძიმების გამო, სულ ხუთი პაციენტის გადაყვანა მოხდა. ამ ეტაპზე ჰოსპიტალს ჟანგბადის ნაკლებობა არ აქვს, ყველა პაციენტს მიეწოდება საჭირო რაოდენობით. “, – განაცხადა კუჭუხიძემ.