დიღმის ოლიმპიურ სოფელში, ერთ-ერთ დარბაზში საველე ჰოსპიტალი ეწყობა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე განმარტებით, საველე ჰოსპიტალს პრევენციის მიზნით ამზადებენ.
ამასთან, როგორც ცნობილია, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ხვალ გაკეთდება და მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 35 პაციენტი.