დიღმის მასივში საბავშვო მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო
დიღმის მასივში საბავშვო მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო

თბილისში, დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეებისა და საბავშვო მოედნების მოწყობას განაგრძობს.

პროექტის ფარგლებში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ ა, მე-7 და მე-12 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსთან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა.

გამგეობის ინფორმაციით, დასასვენებელ სივრცეებში განთავსდა საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სკვერების ნაწილი მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით და დამონტაჟდა LED განათების სისტემა. მოეწყო საბავშვო მოედნებიც, სადაც სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა, ასევე, ფიტნეს ზონები, სხვადასხვა ასაკის მომხმარებლისთვის.

გარდა ამისა, ტერიტორიებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

განხორციელებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.