დიღმის მასივში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, არავინ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო და მდგმურებმა გუშინ დატოვეს.
აფეთქების შედეგად, ჩამონგრეულია სახლის კედელები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
შემთხვევის შესახებ განცხადება გაავრცელა „ყაზტრანსგაზმაც“. კომპანიაში აცხადებენ, რომ აალების მიზეზი სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.