დიღმის მასივში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, არავინ იმყოფებოდა
დიღმის მასივში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, არავინ იმყოფებოდა

დიღმის მასივში, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, არავინ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო და მდგმურებმა გუშინ დატოვეს.

აფეთქების შედეგად, ჩამონგრეულია სახლის კედელები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

შემთხვევის შესახებ განცხადება გაავრცელა „ყაზტრანსგაზმაც“. კომპანიაში აცხადებენ, რომ აალების მიზეზი სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.