დიეგო მარადონა: ამ ფორმაციის არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს
დიეგო მარადონა: ამ ფორმაციის არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს

ლეგენდარული დიეგო მარადონა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე არგენტინის ნაკრების წაგების შესახებ საუბრობს და დასძენს, რომ ნიგერიის გუნდთან ამხანაგურ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ ამ ფორმაციის გუნდს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

დიეგო მარადონას არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება სურს და ბოლო წლებში
გამოხატავს და ამბობს, რომ მზად არის, კიდევ ერთხელ ჩაიბაროს ეროვნული გუნდი. მისი უპირატესობის დასტურად არგენტინის ნაკრების მწვრთნელთა სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს და ხაზს უსვამს, რომ გუნდმა პროცენტულად ყველაზე მეტი მატჩი სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო.

დიეგო მარადონა (2008-2010) – 24 თამაში, 18 მოგება, 0 ფრე, 6 წაგება, მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი – 75%
ხერარდო მარტინო (2014-2016) – 29 თამაში, 19 მოგება, 7 ფრე, 3 წაგება, 74%
ალეხანდრო საბელია (2011-2014) – 41 თამაში, 26 მოგება, 10 ფრე, 5 წაგება, 72%
მარსელო ბიელსა (1998-2004) – 68 თამაში, 42 მოგება, 16 ფრე, 10 წაგება, 70%