დიეგო კოლასი - ყველა პოლიტიკური ძალისგან საჭიროა მობილიზება, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს, მნიშვნელოვანია, თუ ყველა ერთად იქნება
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, ამაყობს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს მოხდა.
მისივე თქმით, საჭიროა ყველა პოლიტიკური ძალის მობილიზება, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს. ელჩის შეფასებით, ამ პროცესში ერთიანობა მნიშვნელოვანია.
„საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. ვამაყობ, რომ ეს მოხდა ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს. იცით, რა სამუშაოა ჩასატარებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ყველა პოლიტიკური ძალისგან საჭიროა ყურადღების ფოკუსირება ამ პრიზზე, რომ იყვნენ მობილიზებული, რათა მიაღწიონ ამ შედეგს. ჩვენი მხრივ, მზად ვართ დახმარებისთვის. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ფრანკო-გერმანულ კონტექსტში, არის ამ ტრანსფორმაციის პროექტების დახმარება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თუ ყველა ერთად იქნება. გამამხნევებელი ნიშანია ის პროცესი, რაც იწყება პარლამენტში. ასევე, გამამხნევებელი ნიშანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა კარგი იდეების განხილვა მოაწყვეს. ასე რომ, ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს კარგი შედეგების მისაღებად“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.
ამასთან, დიეგო კოლასი ფიქრობს, რომ ყველას პასუხისმგებლობაა, მონახონ შესაძლებლობები ამ ძალების გაერთიანებისთვის.
„ვიმედოვნებ, ყველა მხარეს აღმოაჩნდება იმის უნარი, დაინახოს, რას სთავაზობს მეორე მხარე, დაეყრდნოს ამას, რომ დაიწყოს ნდობის ჩამოყალიბება. ვიმედოვნებ, ეს შესაძლებელია და ყველა იქნება კომფორტულად ენერგიის კონცენტრირების კუთხით ამ შედეგების მისაღწევად“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.