დიეგო კოლასი - მხარს ვუჭერთ მაღალ ევროპულ სტანდარტებს შემდგომი არჩევნებისთვის
მხარს ვუჭერთ მაღალ ევროპულ სტანდარტებს შემდგომი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.
ამასთან, ელჩმა დღეს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს მოლაპარაკებების წარმატებას.
„არ მსურს, საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ვისაუბრო. ჩვენ მხარს ვუჭერთ მაღალ ევროპულ სტანდარტებს შემდგომი არჩევნებისთვის. პოლიტიკურ ძალებს შორის შეძლებისდაგვარად შედეგიანი ურთიერთგაგება კარგია. ჩვენ მხარს დავუჭერთ მოლაპარაკების წარმატებას. ზოგადად, მხარს ვუჭერთ, რომ ყველა ძალა ერთად მუშაობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს შემდეგი არჩევნების კარგად ჩატარება“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა.