დიეგო კოლასი - ბევრმა ადამიანმა გაბედული ნაბიჯები გადადგა 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ფრანგი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ბევრმა ადამიანმა დიდი და გაბედული ნაბიჯები გადადგა 19 აპრილის შეთანხმების განსახორციელებლად.
„კარგი სიახლეები დღეს. ბევრი ადამიანის მიერ დიდი და გაბედული ნაბიჯები გადაიდგა ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად“, – წერს დიეგო კოლასი და სოციალურ ქსელში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას აზიარებს.