დიეგო კოლასი – ბევრმა ადამიანმა გაბედული ნაბიჯები გადადგა 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად

01:55, 28.04.2021

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ფრანგი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ბევრმა ადამიანმა დიდი და გაბედული ნაბიჯები გადადგა 19 აპრილის შეთანხმების განსახორციელებლად.

„კარგი სიახლეები დღეს. ბევრი ადამიანის მიერ დიდი და გაბედული ნაბიჯები გადაიდგა ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად“, – წერს დიეგო კოლასი და სოციალურ ქსელში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას აზიარებს.

მსგავსი