დიდუბისა და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დიდუბის და საბურთალოს რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 03:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის V, VI კვარტლების, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ნინო ჯავახიშვილის, ესმა ონიანის, გიული ჭოხონელიძის, აკაკი ბაქრაძის, ბელიაშვილის, ბოხუას, ფეიქართა, ტერევერკოს, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში”.